top of page
ანანო ფეიქრიშვილი, კესო ტონია

სანქციების მოლოდინში

Updated: Jul 12, 2022



ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხებს ეხება, აქცენტს ბიძინა ივანიშვილზე აკეთებს. ტექსტი შეიცავს მოწოდებას დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, რომ განიხილონ ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაკისრების საკითხი. მიზეზად სახელდება ივანიშვილის „დესტრუქციული როლი“, რომელსაც ის თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და ასევე, გავლენა, რომელიც მას აქვს "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".


ევროპარლამენტი ღრმად შეშფოთებულია ბიძინა ივანიშვილის კრემლთან საქმიანი და პირადი კავშირების არსებობის გამო, რადგან ეს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის ამჟამინდელ პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხზე.


პოლიტიკური პარტია "დროას" გენერალური დირექტორი, გიგა ლემონჯავა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასა და დეოლიგარქიზაციაზე


ექსპერტი, გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასა და დეოლიგარქიზაციაზე


პოლიტიკური პარტია "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასა და დეოლიგარქიზაციაზე


ბიძინა ივანიშვილს ირიბი სანქციები 4 მარტიდან შეეხო. მას ნაწილობრივ ეზღუდება წვდომა ფინანსურ აქტივებთან, რომელიც შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ში აქვს განთავსებული. ეს დასტურდება ივანიშვილის ადვოკატის გამოეხმაურებით. ვიქტორ ყიფიანის თქმით, „ფაქტობრივად, ჩვენ და ბატონ ივანიშვილს უწევს საქმიანობა და ჭიდილი გამოუცხადებელი სანქციების პირობებში. ფორმაც არაკორექტულია, არაკულტურული, ყოველგვარ დადგენილ სტანდარტებსა და კრიტერიუმებს მოკლებული".


სანამ რეზოლუცია გამოქვეყნდებოდა, 6 მაისს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი იწყებდა სასამართლო დავას შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან. ყოფილი პრემიერ-მინისტრი საჩივრის მიზეზად Green Vals Trust-ში ოპერაციების შეფერხებას და ფინანსური ზარალის მიღებას ასახელებდა.


ბიძნა ივანიშვილის კავშირები რუსულ ბიზნესთან 2011 წლიდან დღემდე


2011 წელს, ქართულ პოლიტიკაში შემოსვლამდე, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას რუსული ბიზნესების გასხვისებას დაპირდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაში ვკითხულობთ, რომ ივანიშვილმა თავისი აქტივები მართლაც გაყიდა, თუმცა 2012-2019 წლებში საკუთარი ოფშორული კომპანიების მეშვეობით მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას მაინც ფლობდა, რაც ამ ორგანიზაციის კვლევის მიხედვით შვილობილი და დაკავშირებული კომპანიების კიდევ უფრო ფართო ქსელის ნაწილია. დღეის მდგომარეობით ბიძინა ივანიშვილს, იმავე სქემით, სულ მცირე 1 კომპანია აქვს რუსეთში – შპს „აკვა-სფეისი“ (ООО Аква-Спейс). ამით დგინდება, რომ მან, ფაქტობრივად, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.


გარდა ამისა, კვლევით დგინდება, რომ რუსეთში აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც, რომლებსაც საერთო კომპანიები რუსეთის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებთან ერთად აქვთ შექმნილი. ეს კი თავად ივანიშვილის ბიზნესინტერესებადაც შეიძლება განვიხილოთ. ასევე აღსანიშნავია, რომ დასავლეთის მიერ სანქცირებულ რუს ბიზნესმენთა სიაშია ივანიშვილის ნათესავების ერთ-ერთი ბიზნეს პარტნიორი.


აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ნათესავებს ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირებთან აქვთ კავშირი. კერძოდ, მისი ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი და დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ფლობენ საერთო ბიზნესს აშშ-ის მიერ სანქცირებულ ბიზნესმენებთან „კაგებეს“ (სსრკ-ის „სუკ“-ის) გენერალ და სანქტ-პეტერბურგის ყოფილ გუბერნატორ გეორგი პოლტავჩენკოსთან და ასევე, ვოლგოგრადის ყოფილ მაღალჩნოსან, როლანდ ხერიანოვთან.


რა გზებით ფლობს ბიძინა ივანიშვილი ბიზნესს რუსეთში-გამჭვირვალობა საქართველოს კვლევა


რუსეთშიც და საქართველოშიც ბიზნესს ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიების საშუალებით ფლობს. დადგინდა, რომ მისი სახელი პირდაპირ არსად ჩანს. ამ ეტაპზე გამოვლენილია 3 ოფშორული კომპანია (Vanity Overseas Limited, Wellminstone S.A. და Wenigen Management Limited), რომელთა გამოყენებითაც ივანიშვილი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა ბიზნესს რუსეთში.

მეორე გზა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ჰქონდეს ბიზნესინტერესები რუსეთში, მისი ნათესავების სამეწარმეო საქმიანობაა. ის ხშირად ნდობით აღჭურვილ პირებს, ნათესავებსა და „ქართული ოცნების“ ამჟამინდელ ლიდერებს ანდობს საკუთარ ბიზნესებს.


შესაბამისად, დგინდება, რომ ივანიშვილი ირიბად, მაგრამ მაინც არაერთი რუსული ბიზნესის მფლობელია და სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომ უნდა დასანქცირდეს ივანიშვილი სხვა რუს ოლიგარქებთან ერთად.


მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი თითქოს გაემიჯნა ხელისუფლებას, მისი მმართველობა ამით არ დასრულებულა. მას კვლავ აქვს გავლენა „ქართული ოცნების“ წევრებზე და სწორედ ამიტომ მიიჩნევა, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველია. ამას ადასტურებს გამჭვირვალობა საქართველოს კვლევაც, სადაც ივანიშვილის წარმომადგენლებად მოქმედი სახელმწიფო მოხელეები არიან მოხსენიებულნი.


ევროპარლამენტის რეზოლუციის გასაჯაროვების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებელი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ მართული „ქართული ოცნებაა“. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებზე დაკვირვებით ჩანს, რომ მათი მთავარი ამოცანა ბიძინა ივანიშვილის იმიჯის დაცვა და საზოგადოებისათვის პროპაგანდისტული გზავნილების მიწოდებაა.


ივანიშვილის ირგვლივ საკითხი მას შემდეგ გააქტუალურდა, რაც მისმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მხარდაჭერის ნაცვლად, ჯერ თავშეკავებული პოზიცია გამოხატა, შემდეგ კი განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე თავდასხმები გაახშირა. პარალელურად გაჩნდა ფაქტები ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი კავშრებზე კრემლთან. ევროპული საბჭოს ერთ-ერთი შესასასრულებელი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაცია სწორედ ამ კონტექსტს ერგება. თუმცა ქართული ოცნების წევრები საზოგადოებას არწმუნებენ, რომ ოლიგარქში არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ტვ ფორმულას ერთ-ერთი მფლობელი დავით კეზერაშვილი იგულისხმებიან.


ექსპერტი, გია ხუხაშვილი - ვინ არის ოლიგარქი


როგორ გამოეხმაურა "ქართული ოცნება" და ოპოზიზია ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას


ქართული ოცნების მთავარი პროპაგანდისტული განცხადებები უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშრდება, თითქოს დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩართვა. უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ ივანიშვილს, სწორედ ამიტომ შეექმნა პრობლემები ზოგადადაც და შვეიცარიულ ბანკთანაც.


ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ "საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც საქართველოში არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა უნდა... მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, ერთხელ მაინც გადადონ გვერდზე საკუთარი მანკიერი სუბიექტური პოლიტიკური ზრახვები და შეწყვიტონ აგიტაცია-პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ“.


ოპოზიციური სპექტრი თანხმდება, რომ ევროკავშირისკენ სვლის შემაფერხებელი მთავარი ფიგურა ბიძინა ივანიშვილი და მისი ერთპიროვნული მმართველობაა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია: „საქართველოს ევროპული გზის შეფერხებისთვის პასუხს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება აგებენ“.


როგორ მოვიდა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში და რა განცხადებებს აკეთებდა ის

ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომზე.


რას ამბობდა ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირზე, ხელისუფლებაშ ყოფნის პერიოდში.



პოლიტიკური პარტია "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია, გენერალური დირექტორი, გიგა ლემონჯავა და ექსპერტი, გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლასა და მის პოლიტიკაზე



Σχόλια


bottom of page