ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის კვალდაკვალ, ,,ქართული ოცნების’’ წარმომადგენლებმა და ხელისუფლებასთან აფილირებულმა ჯგუფებმა ანტიდასავლური პროპაგანდა გაააქტიურეს. მათი პროგანდისტული ხაზი მოიცავს საქართველოსთვის ევროკავშირის მნიშვნელობის დამაკნინებელ განცხადებებს, რომლებიც გაჯერებულია პატრიოტიზმისა და საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, სიძლიერეზე ხაზგასმით, კონსპირაციის თეორიებითა და დეზინფორმაციით.
ევროპული საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია: ევროკავშირის კანდიდატის
სტატუსი მოლდოვასა და უკრაინას, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა
გადავწყვიტეთ კანდიდატის სტატუსი მივცეთ საქართველოს, როცა ევროპული
კომისიის რეკომენდაციებს შეასრულებს, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა,
ემანუელ მაკრონმა.
სახელისუფლებო ხაზი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველო
უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად იმსახურებდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის
სტატუსს, რადგან ვალდებულებები მათზე მეტად აქვს შესრულებული და ოპოზიციის
ნაწილს, კერძოდ,"ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს სახელმწიფოს ინტერესთა წინააღმდეგ მუშაობაში. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა ისიც, რომ უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭება ომმა განაპირობა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. გამოსვლის მთავარი თემა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იყო.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღებამდე,"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკუთარი განცხადებით ერი უარყოფითი პასუხისთვის შეამზადა, რის მიზეზადაც ოპოზიციის განცხადებები დაასახელა. ,,მოვუწოდებ რადიკალურ ოპოზიციას, ერთხელ მაინც გადადონ გვერდზე საკუთარი მანკიერი სუბიექტური პოლიტიკური ზრახვები და შეწყვიტონ აგიტაცია -პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ,’’ - განაცხადა კობახიძემ.
ევროპარლამენტის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ კი მინ თქვა -,,ალბათ,დამეთანხმებით, რომ ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, არ ღირს. იმ შემთხვევაში, თუ დეკემბრამდე დასრულდება ომი უკრაინაში, რა თქმა უნდა, მოიხსნება ის ემოციური ფონი, რომელმაც, მათ შორის, საქართველოს საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ევროკავშირში. ანუ, იყო გარკვეული ემოციური ფონი, რის გამოც უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და საქართველოს - არა.’’
კობახიძე ერთ-ერთია მათგან, ვინც აქტიურად ავრცელებს ნარატივს, რომ ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მიღების სანაცლოდ ომში ჩართვას გვთხოვს.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ბრიფინგი
თათუშა არველაძე - აქტივისტი
ჰიბრიდულ ომში რომელსაც რუსეთი განვითარებული სამყაროს წინააღმდეგ აწარმოებს. პროპაგანდას და საინფორმაციო ომის მთელ არსენალს იყენებს საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, საკუთარი დომინაციის უზრუნველსაყოფად, ქვეყნებს შიდა განხეთქილებების გამოსაწვევად - რაც სენსიტიურ საკითხებზე შიშების ჩანერგვით და ადამიანების ემოციური მანიპულაციის ხარჯზე მიიღწევა. ამასობაში განვითარებული დასავლური სამყარო პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში დემოკრატიის განმტკიცებისკენ და ევროპის ირგვლივ „მეგობრების რკალის“ შექმნისკენაა მიმართული და თავდაუზოგავად ეხმარება, რომ პოსტსაბჭოთაქვეყნები დემოკრატიზაციის რელსებზე შედგნენ და განტკიცონ ინსტიტუტები, რომლებიც მათ სამომავლო მდგრად და დამოუკიდებელ განვითარებაში ხელსშეუწყობთ. ეს ობიექტური სიმართლეა, რომლის დასაჩრდილად კრემლი საინფორმაციო ომში ძალებს არ იშურებს და ახალ მასშტაბებს იპყრობს: საინფორმაცი ოომის ცნება ერთ-ერთ ცენტრალური ადგილს იკავებს რუსეთის სამხედრო დოქტრინაშიც - კრემლი საინფორმაციო ომის პრინციპებს იყენებს მაშინ, როდესაც საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობს რომელიმე სახელმწიფოს მიმართ. პოსტსაბჭოთაქვეყნების დამოუკიდებელი განვითარება დასავლეთის ხელშეწყობით - წარმოადგენს წითელ სიგნალს კრემლისთვის ანუ საფრთხეს რეგიონში მისი გეოპოლიტიკური ინტერესების გასატარებლად და რეგიონზე გავლენის დასამყარებლად. კრემლის პროპაგანდის მიზანია დაამყაროს გავლენა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგზე ანუ კითხვისმიშნის ქვეშ დააყენოს ქვეყნის სუვერენიტეტი, შეასუსტოს საზოგადეობაში არსებული ევროპული და ევრო- ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა და ამის ხარჯზე გაზარდოს რუსეთთან დაახლოების მსურველთა რიცხვი, რითიც საფრთხე ქვეყნის ევრო- ატლანტიკურ კურსს და უსაფრთხოებას შეექმნება. საბოლოო ჯამში კი კოგნიტურად შეასუსტოს საქართველოს მოქალაქეების რწმენა და აღქმა დამოუკიდებელი სახელმწიფოსადმი რითიც გაზრდის ქვეყნის შიდა გავლენას და დამოკიდებულებას რუსეთზე.
ფოტო - ტერენტი გლდანელი FACEBOOK PAGE
სოციალურ მედიაში აქტიურად ჩანს დისკრედიტაციული პოსტები ე.წ. ყალბი
მედიის გვერდებზე. ეს ისეთი მედიასაშუალების ტიპის ფეისბუქ გვერდებია,
რომლებიც რეალურად არ არსებობენ, მაგრამ ინიღბებიან და თავს წარმოაჩენენ,
როგორც ონლაინ მედიასაშუალებები.
აკია ბარბაქაძე - სამხედრო ექსპერტი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ საკუთარი ინიციატივით გაავრცელა განცხადება - „იმ
შემთხვევაში, თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორც რეზოლუციაშია, საქართველომ უარი უნდა თქვას სტატუსზე რადგან არანაირი სტატუსის ფასად არ ღირს ქვეყნის ღირსების და დამოუკიდებლობის დათმობა”.
თბილისის მერი, კახა კალაძე ევროკომისიის რეკომენდაციებს ქვეყნის დასჯას უწოდებს
საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი სახეები და ექსპერტები, რომლებიც ბოლო წლებში საჯარო სივრცეში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად პოზიციონირდებიან, იცავენ რა ბიძინა ივანიშვილს, აპელირებენ დასავლეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის შელახვაზე, ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაზე და სვამენ კითხვას - სჭირდება თუ არა საქართველოს ასეთი ევროპა? ასე მაგალითად:
საზოგადოებრივი მოძრაობა "აი ია-ს" დამფუძნებელი, მომღერალი გია გაჩეჩილაძე TV IMEDI-ის ეთერში
მარიკა მიქიაშვილი - პარტია "დროა"
ჯერ გამოუქვეყნებელი სოციოლოგიური კვლევები მაქვს ნანახი, ვერ დავასახელებ სამწუხაროდ, მაგრამ ცნობილი ორგანიზაციისაა და თუ მათ ვენდობით, "ქართული ოცნების" პროპაგანდა მეორე ფრონტზე და საერთოდ ყველაფერი, რასაც ამბობენ, რეალურად არახდენს გავლენას ხალხის დიდ ნაწილზე. ხალხმა იცის, რომ უფრო საქართველოში დემოკრატიის ხარისხის ბრალია სტატუსი რომ ვერ მივიღეთ,განსაკუთრებით სასამართლო კლანის და მმართველი პარტიის დასავლელ პარტნიორებზე პირადი თავდასხმების გამო. თუმცა რისკი არის ყოველთვის, რომ რაღაც მომენტში იმოქმედოს ხალხზე(მასებზე)პროპაგანდამ, რა თქმა უნდა. ამას უნდა
დავუპირისპიროთ ობირქტური ფაქტები - რასაც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, იმის უარყოფას რამე ალტერნატიული რეალობის და ალტერნატიული პროპაგანდის შექმნა არ სჭირდება ჩვენი მხრიდან გარდა ფაქტების აქტიური გავრცელებისა. განსაკუთრებით გამოვყოფდი იმას, რომ მართალია, ბევრი მაჩვენებლით მოლდოვაზე და უკრაინაზე წინ ვართ, მაგრამ დინამიკა გვაქვს ცუდი, მათ კარგი დინამიკა აქვთ, კონკრეტულად კი რეფორმების პოლიტიკური ნება აქვთ, რაც ჩვენ არ გვაქვს, ამიტომ ბოლო წლებში მდგომარეობა სულ უფრო უარესდება საქართველოში და თუკი რამე ჯერაც დაგვრჩა ნორმალურ მდგომარეობაში, ეს წინაწლების ინერციაა.
გიგა ბოკერია - "ევროპული საქართველო-ს"ლიდერი
მედია
ტელეკომპანია ,,იმედი’'
ფოტო - ტელეკომპანია ,,იმედი" საზოგადოებრივი გამოკითხვა
ტელეკომპანია "იმედმა" მათივე დაკვეთით ჩატარებული გორბის საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თითქმის ყველა შეკითხვა საქართველოში ომზე და მეორე ფრონტის გახსნაზეა. მათ შორის კითხვები არის დასავლეთის მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის მოთხოვნის შესახებ.
" საფრთხეების ფონზე, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო სრული ძალისხმევით
რუსულ პროპაგანდას დაუპირისპირდეს, პროსახელისუფლებო მედია, მანიპულაციური
ხერხებით, აბსურდული შიშების ირგვლივ საზოგადოებრივი აზრის გამოკვეთით ხელ-
ფეხს უხსნის რუსეთს მისი ბრალეულობის პრევენციისთვის. ეს კი, მოცემულ
ისტორიულ მომენტში, საქართველოს უსაფრთხოებას და ქართველი ხალხის ევროპასთან
ინტეგრაციის საუკუნოვან მისწრაფებას შეუქცევად ზიანს აყენებს", - ნათქვამია ISFED - ის მიერ აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში.
ტელეკომპანია ,,იმედი’' - "გორბის" კვლევა
ალტ-ინფო
პრორუსული ტელევიზია „ალტ-ინფო“ და მისი მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ერთ-ერთი მოთხოვნა „გეი-აღლუმის“ ჩატარებაა.
ფოტო- ალტ-ინფო/ ინფორმაციული ალტერნატივა
ალტ- ინფო და მასთან დაკავშირებული საინფორმაციო ჯგუფები აქტიურად ავრცელებენ მოსაზრებას, რომ " ევროკავშირში გაწევრიანება გეი აღლუმზე და იმის გაჩაღებაზე გადის."
GRASS ანგარიშში ანტიდასავლური და პრორუსული ალტ-ინფოს
დეზინფორმაციულ გზავნილებზე მიუთითებს
o ავრცელებდნენ ნარატივს, თითქოს რუსეთი უკრაინაში ომს იგებს, ხოლო ევროპა უკრაინას კანდიდატის სტატუსს ანიჭებს, რათა ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა აიძულოს, რაც სიცრუეა.
o ამტიცებდნენ, რომ უკრაინა აუცილებლად დაკარგავს ტერიტორიებს,
შეიცვლება საზღვრები, ამიტომ, გაჩდება კითხვა, რომელი ნაწილი
შეუერთდება ევროკავშირს- ამ თეორიების გასამყარებლად არანაირი
არგუმენტი არ არსებობს.
o ალტ-ინფო ცდილობდა გაევრცელებინა მოსაზრება, რომ უკრაინა ვერცერთი
დაკარგული ტერიტორიის დაბრუნებას ვერ შეძლებს და ქვეყანას
უზარმაზარი დანაკარგების გამო კატასტროფა ელის - ეს მავნე
მოსაზრებაა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან
მიმართებაშიც გაუვრცელებიათ.
წყარო - ალტ-ინფო
ფაქტია, რომ ევროპული საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოლდოვასა და უკრაინას, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა.
-
უნდა აიკრძალოს თუ არა "ალტ-ინფო?"- საზოგადოებრივი გამოკითხვა
_მმართველი პარტიის მიერ დაკარგული შანსი_პოლიტიკური უმეცრების შედეგი თუ
გამიზნული ქმედება - საზოგადოება ამ საკითხზე აქტიურად მსჯელობს.
Yorumlar